გაკვეთილის მთავარი თემა
|
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა
|
საგანი/პედაგოგი
|
გეოგრაფია/იამზე ნაცვალაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/IX
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის გაანალიზების,
ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარი;
·
საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის, არგუმენტირებისა
და დასკვნების გამოტანის გაკეთების უნარი.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების
(ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და
პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა
და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული,
ეკონომიკურ-გეოგრაფიული
და
გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ
ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;
ü საქართველოს
გეოგრაფიული მდებარეობის (ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური)
განხილვა, შეფასება და მნიშვნელობის დადგენა ქვეყნის განვითარებისათვის.
ü რუკებისა
და სხვა გეოგრაფიული საშუალებების წაკითხვა-გამოყენება და გაანალიზება;
ü გეოგრაფიული
ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მისის სხვადასხვა სახით გამოსახვის უნარის განვითარება.
|
წინარე ცოდნა
|
·
საქართველოს ტერიტორიის ფორმირება.
·
საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარი შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო,
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, გლობუსი, ევროპის პოლიტიკური რუკა, მსოფლიოსა და ევროპის
კონტურული რუკები;
ტექნიკური რესურსი: ერთი კომპიუტერი,
პროექტორი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება/კლასის ორგანიზება -2 წთ
გაკვეთილის A ფაზა
_ გამოწვევა
აქტივობა 1 _ კითხვა-პასუხი - 4 წთ.
1. რას
ნიშნავს ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობა.
2. როგორი
გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება ჰქონდეს ობიექტს?
აქტივობა 2 _ ასოციაციური რუკის შექმნა _ 4 წთ
დაფაზე დავწერ ტერმინს -„გეოგრაფიული მდებარეობა“ და მოსწავლეების პასუხებით
ვავსებ ასოციაციურ (აზრობრივ) რუკას.
გაკვეთილის B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2- ჯგუფური მუშაობა _ 20 წთ
მოსწავლეები იყოფიან ოთხ-ხუთ კაციან ჯგუფებად. მასწავლებლის თხოვნით
ისინი სახელმძღვანელოში პოულობენ თემა 4-ს,აკვირდებიან ნახატს და ასრულებენ დავალებას.
რუკის დახმარებით მათ უნდა უპასუხონ კითხვებს და გამოიტანონ დასკვნა:
ა) რომელი ქვეყნები და ქალაქები მდებარეობენ თბილისთან უფრო ახლოს?
2) რომელი ქვეყნები მდებარეობენ თბილისიდან უფრო შორს.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
რუკის ანალიზის შემდეგ დასკვნა იქნება ცალსახა: თბილისთან უფრო ახლოს
აზიის ქვეყნები და ქალაქები მდებარეობენ.
შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ევროპის პოლიტიკური რუკის გამოყენებით
ჩამოთვალონ:
1) საქართველოს უშუალო მეზობელი
ქვეყნები.
2) საქართველოს
უშუალო არამოსაზღვრე ქვეყნები,
3) გამოარკვიონ,
რომელ ქვეყნებთან მიმართებაში აქვს საქართველოს:
ა) ცენტრალური
მდებარეობა,
ბ) პერიფერიული
მდებარეობა, მეზობლური მდებარეობა,
დ) საზღვაო მდებარეობა.
აქტივობა 3 - პრეზენტაცია 13 წთ.
ნამუშევრების წარდგენის შემდეგ
მოკლედ ვაჯამებ გაკვეთილზე ჩატარებულ აქტივობებს და მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრავ
საქართველოს ზოგად გეოგრაფიულ მდებარეობას.
აქტივობა 4
საშინაო დავალება 2წთ
მოსწავლეებს სახლში მიეცემათ პირველი და მესამე დავალება.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment