სასწავლო პროექტი

 პროექტის სახელწოდება :    „სწავლული კაცი“ ვახუშტი ბაგრატიონი



პროექტის იდეა:  ვახუშტი ბაგრატიონის ღვაწლის შესწავლა. ქართული
გეოგრაფიული, კარტოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული მეცნიერების  ფუძემდებელი.

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ ის დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაეცნონ ვახუშტი ბაგრატიონის ღვაწლს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ ცნობები  და წყაროები ვახუშტი ბაგრატიონის შესახებ. გაეცნონ მის ნაშრომებს .აღწერა სამეფოსა საქართველოსა. და მის მიერ შედგენილ გეოგრაფიულ ატლასებს.

მონაწილეობა ასაკი 14 წ.

ვადები (ხანგრძლივობა)  10 დღე.

მოსალოდნელი შედეგი :მოსწავლეები მოიძიებენ ვახუშტი ბაგრატიონის ბიოგრაფიას და გაეცნობიან მის ღვაწლსა და ნაშრომებს.

რესურსი : IX კლასის საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კომპიუტერი.

 პროექტის მსვლელობა :

აქტივობა 1: თემის შერჩევა: მოსწავლეებს შევთავაზე რამდენიმე თემა და მათ არჩევანი ვახუშტი ბაგრატიონზე გააკეთეს.

აქტივობა 2: ჯგუფებად დაყოფა:

მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
და გავანაწილე დავალებები.

 1.ჯგუფს მივეცი დავალება მოეძიათ  ბიოგრაფია ვახუშტი ბაგრატიონის შესახებ.

2.ჯგუფს დაევალა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომების  მოძიება.

აქტივობა 3: გავანაწილე ვადები. დრო და დრო ვუწევდი მათ მუშაობას მონიტორინგს.

აქტივობა 4: პროექტის პრეზენტაცია: მოვაწყვეთ პრეზენტაცია რომელსაც ესწრებოდა სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციის მასალები .

აქტივობა 5: პროექტში მონაწილე მოსწავლეების შეფასება

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას


                                            
საგნებთან კავშირი:  ისტორია გეოგრაფია.

გეო.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იყენებს ვახუშტი ბაგრატიონის ”აღწერა სამეფოსა საქართველოსას”, ახასიათებს იმდროინდელი საქართველოს სოფლის მეურნეობის ზონალურობას და ადარებს მას თანამედროვე სურათს;

პროექტის ხელმძღვანელი: იამზე ნაცვალაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: iamzenacvaladze@gmail.com


 
                                                                                             



No comments:

Post a Comment